მე,
რა თქმა უნდა, მიზოგინი ვარ. შესაძლოა, ეს დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ, ამჟამად მხოლოდ
სამ ისტორიას ვიხსენებ და მიზეზედაც მათ ვასახელებ. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის ანალიზს თავი მას მერე
მოვუყარე, რაც ექიმები დედაჩემის გარკვეულხნიანი თხოვნისა და ჩემი მოსალოდნელად ინდეფერენტული
თანხმობის შემდეგ ჩაერივნენ და აბები დამინიშნეს („აბები“, რატომღაც, „გადარჩენასავით“
ჟღერს). ჩემს მახსოვრობას სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდა სიმწყობრე და დროსივრცული მიმდევრობითობა.
განმარტებითი მინაწერი. პირველი.
აი, ის მომენტი, როცა ამბობენ, „ყვერებიანი ქალი“
და სინამდვილეში, უიღბლობის მეტი არაფერი იგულისხმება.
მიშო, როგორც იქნა, მოვიდა. ვიცი, რომ საქმეზე იყო და
არ ვსაყვედურობ. მეც საქმეზე ვხვდები, მაგრამ მიშო სულ საქმეშია და, შესაბამისად, ვიცი,
ისევ საქმისთვის ჯობია, საქმეს საყვედურებით ან წუწუნით თუ არ დავიწყებ.
-აბა, რა ხდება, - ვეკითხები.
-უაჰ, აი, არ ვიცი რაა, ამათ უნდათ, თან ეს ვიყო, თან
ის, აი, არ ვიცი რააა - სულს ითქვამს მიშო.
-ხო იყავი ოფისში? – (ვაგრძელებ საქმიანად)
-კი...
-მერე?
-მერე შემცა იმ ჩემისამ, ჯერ დააგვიანა, მერე ყვირილით,
თან ტელეფონზე ლაპარაკით ამოვიდა, ვიღაცას აგინებდა, ოცი ბოზი მოგეთრია ბარემო, ეუბნებოდა...
მეც უკვე იმის სიტყვებს რომ ვიმეორებ რაა ... (ჩაიცინა მიშომ).
-ეგ კაი, არ მიკვირს, მერე??
-მერეე.. არ მომისმინა წესიერად, ახლა ვერაფერს ვიზამო,
სანერვიულო შემხვდაო, ნუ კაროჩე...
-არა, ეგ ფრაზა რა, რა „სანერვიულო შემხვდა“? სად შეხვდა,
რას? ვის? - რა შუაშია!
(თანაგრძნობითი სიბრაზე საქმეს უხდება)
-ეე, შენ კი გესმის, მარაა, ხო იცი... ... მერე: მომწონს
თქვენი მუშაობაო, მაგრამ ჩვენს საქმეს არ სჭირდება დეტალების ასე გაკეთება და დაწვრილმანებაო,
მოკლედ, ვერ შევთანხმდით... აქამდე ოცჯერ მექნებოდა გაკეთებული...
ყველა სიზმარი უკვე ნანახი მაქვს, ანუ თევზის დღიური
"ამ ქალაქში მხოლოდ სიზმრების გარეშე ძილია ნებადართული"
ანდა:
"ამ ქალაქში ძილის მხოლოდ მაშინ არ ეშინიათ, როცა
სიზმრებს ვერ ხედავენ"
ანდა, რომ ჰკითხოთ, იტყვიან:
"ამ ქალაქში ყველას სიზმრების გარეშე გვძინავს"
ან სულაც (ყველაზე რადიკალურად):
"ამ ქალაქში არავის გვძინავს"
დიახ, ეს ფრაზები ჩვენი ქალაქის კუთვნილებაა, მაგრამ
სულაც არ გვაქვს ისეთი მისტიური სივრცე, როგორსაც მარკესი მოიფიქრებდა; აქ ყველაფერი
გაცილებით ურბანული და ცემენტნარევია. მოსახლეებს ხანდახან ძილის, უმეტესად კი, სიზმრისადმი
შიში აერთიანებთ, თუმცა თითოეულის ვალია, არასდროს ილაპარაკოს სიზმრებზე და მათდამი
გლობალურ შიშზე.
"შემთხვევითობა, როგორც ჩანს, რაღაც ღმერთია, რომელიც ბევრ შეუცნობელ საქმეს აგვარებს"
მენანადრე, "სამოსელი ქალი"
მენანდრეს ამ პიესამ, სამწუხაროდ, საკმაოდ დაზიანებულმა მოაღწია ჩვენამდე, ტექსტს ასზე მეტი (ბოლო მონაცემებით, 116) სტრიქონი აკლია, რაც მთლიანობის განცდასაც არღვევს და ზოგიერთ ეპიზოდს გაუგებარს ხდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამდვილად ღირს განხილვად და მსჯელობად.
პიესის თემა ოჯახური გაუგებრობაა, მამა დემეასი აღმოაჩენს, რომ მის ცოლს, სამოსელ ჰეტერას, ქრისისს ბავშვი გაუჩნდა და არკვევს, რომ მისივე გერის მოსქიონისგან, რის გამოც ოჯახში წარმოუდგენელი ალიაქოთი ტყდება. მაგრამ ეს ყველაფერი რად გვინდა, თუ "შეცდომათა კომედიასთან" არ გვაქვს საქმე, - შემთხვევითობა (რომელიც, როგორცა ჩანს, მართლაც ღმერთია) მკითხველის გულის გასახარად და თავშესაქცევად გაუგებრობებს ისე ატრიალებს, რომ მოხიბლული რჩები ფუჭ კომფლიქტთა ნაირგვარობით.
ამ პიესაშიც, როგორც ქვემოთ განხილულ "დისკოლოსში" კომიკუროსბის ეფექტს, გარდა ობიექტური კომიზმისა, ქმნის ინდივიდუალური კომიზმიც. კერძოდ, მთელ პიესაში ნებისმიერი სხვა პერსონაჟის მიმართ, მათი გასაჭირის განურჩევლად, მხიარული და სერიოზულობის სრულიად გამნეიტრალებელი პერსონაჟია ნიკერატოსი, დემეასის მეზობელი, რომლის ქალიშვილიც საბოლოოდ მოსქიონის ცოლად მოიაზრება. ნიკერატოსი მისი თანამოსაუბრეების პრობლემატიკას არად აგდებს და სხვადასხვა ეპიზოდში, მათი გამხნევების ფორმატში ირონიულ რეპლიკებს არ იშურებს:
"აი, ეს ცხვარი ღმერთებისა და ღმერთქალებისათვის წესისამებრ შეიწიერბა: სისხლიც აქვს, ნაღველიც საკმარისი, მშვენიერი ძვლები, დიდი ელენთა, ოლიმპიელთათვის მისწრებაა. უკვე დავკალი."
სახლიდან გაგდებულ ქრისისს კი, რომელიც ოდენ კეთილშობილებას იჩენს და ჩვილს უპატრონოდ არ ტოვებს, ნიკერატოსი ცალყბად ამხნევებს: "გავიგე მე ქალებისგან, რომ აიყვანე და ზრდი ბავშვს. თავზარდამცემია."
განსაკუთრებით დასცინის მოსქიონს და დემეასსაც, როცა პირევლი ამტკიცებს, რომ არაფერი უჩვეულო ჩაუდენია, ხოლო მეორე საშინელ დანაშაულად რაცხავს ბავშვის გაჩენას: ნიკერატოსი "აბა რა, ო, საზარელო საქმევ! რაც კი გვსმენია, თერევსის, ოიდიპოსის, თიესტესის და სხვათა სარეცლები, ყველაფერს გადაამეტა." [ამბობს მოსქიონზე]
ნებისმიერი "ტრაგიკულის" ჯერ არცთუ ტრაგიკულად, შემდეგ ნორმალურად ხოლო ბოლოს სახალისოდ ფორმირების პროცესში, რა თქმა უნდა, იგრძნობა, რომ ცალკეული აზრის სხვაგვარად დანახვის შეხსენება სჭირდებათ ადამიანებს (ამას ძირითადად ნიკერატოსი აკეთებს ტექსტში) და მათი სირთულეები სინამდილეში კომიკურია იმდენადაც, რამდენადაც ობიექტურ განსჯასა და გაანალიზებას არ გულისხმობს და სანამ გაერკვევიან მრავალგვარ ემოციას, სევდას, გაწბილებას, რიხვას და აღშფოთებას გამოივლიან.
ტექსტში აღწერილი საზოგადორებრივი ურთიერთობების სირთულეები, სინამდვილეში, არ არის სირთულეები. თვითონ გმირებისთვის თუ ეს ასეა რაღაც ეტაპზე, მაყურებლისთვის ყოვლად ცხადი ხდება, რომ ავტორიც და აუდიტორიაც ამ პრობლემების მიმართ უკვე საკმაოდ ლოიალურია, ტრაგიზმის განცდა მხოლოდ დროებითია და, მეტიც, უხერხული.
კვირაშისამსხვადასხვაფილიალსსტუმრობდა.
სამივეგან თითო თანამშრომელს აკვირდებოდა. ოპერაციისშემდეგ,სახლიდანდამსაქმებელბანკსუგზავნიდასპეციალურფორმაშევსებულაღწერილობასბანკისიმთანამშრომლისშესახებ,
რომელსაცმისტიურისგანკონტროლიგანრიგისმიხედვითმოუწევდა.ფორმის გაგზავნის შემდეგ მყის
ახალი ობიექტის მოცანამებს ეცნობოდა და გეგმავდა, ამ კონკრეტულს როგორი როლით წარდგომოდა.
საკუთარი ნიღბის შერჩევისას, ცხადია, იყენებდა ცნობებს, საერთო ბაზაში რომ იყო მითითებული;
ვთქვათ, 26 წლის ნათია, გათხოვილი, პროფესიით ჟურნალისტი, თანამდებობით, მოლარე ოპერატორი.
მასთან ანაბრის გახსნის მიზნით მისული, ადვილად გამოძრომის მოსურნე კლიენტის როლი უკვე
ნათამაშები ჰქონდა, ახლა კი საქმიანი, პარალელურ რეჟიმში მობილურზე მოლაპარაკე მამაკაცი
უნდა ეთამაშა, მოლარე დაეჩქარებიდა, სწრაფი მოკლე-მოკლე ფრაზებით ესაუბრა. ძალიან კარგი. ამასობაში, წინა
კვირის რეზუმეზე პასუხიც მოვიდა. "ნათია, 26 წლის, ჟურნალისტი, მოლარე."...
"ხვალ უკვე ოთხშაბათია, ანუ იმთთან... " და ა.შ.
რატომშეინარჩუნაჩვენმაგმირმაესპროფესია, ადვილი
მისახვედრია - ცუდად ჯგომას ცუდად შრომა... - მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ადამიანებს
არ სცალიათ კითხვა "რატომის" დასასმელედ და, მით უმეტეს, მასზე პასუხის მოსაძებნად,
ჩვენმა გმირმა მაინც იცოდა, რატომ აგრძელებდა
ამ საქმით ცხოვრებას. თავადაცხვდებით, -რაღა თქმა უნდა,მხოლოდ მისიპროფესიისღვთაებრივიიდუმალებისგამო. მისტიურიიმისმისტიურია, რომარავინიცოდეს,სინამდვილეშივინაა (რაც ჩვენს გმირს ძალიან მოსწონს). თავის მხრივ, ჩვენიდროისსაჭირორგოლი, ბანკი მის
იდუმალებაზე გამუდმებით ზრუნავდა, თავადაც კი იმ ასო-ნიშანთაკომბინაციით მოიხსენიებდა, სწავლებისპირველსავედღესრომმიანიჭა. (მაგ: "ძვირფასო
მისტიურო N687-ო, გაცნობებთ, რომ ამ ფილიალის... მონაცემთა...
ამა თვის ფორმა... დააჩქაროთ და ა.შ.)
მენანდრეს შესახებ ვწერ.
ძველი ბერძენი დრამატურგი, კომედიოგრაფი. თარგმანი გადამეკითხა ამასწინათ.
კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანს ძვ.წ მესამე საუკუნის ტექსტზე გეცინება.
ტექსტის შესახებ ორიოდ სიყტვა:
პიესა რომ პანის ღლაბუცთ იწყება, უკვე იცი, რას უნდა ელოდე.
ამ პიესაში მთავარი ღმერთი სწორედ პანია.
გმირები, გორგეასი, სოსტრატოსი, გეტასი, სიკონი და სხვანი, ერთ უხეშ, ბუზღუნა და ახირებულ მოხუცს, კნემონს უპირისპირდებიან. სოსტრატოსს მისი ქალიშვილი სურს ცოლად, მისივე გერი გორგეასი კი ამაში (კნემონის კეთილგანყობის მოპოვებასა და მის ნახევარ დასთან დაახლოებში) ეხმარება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ განგების როლი ამ პიესაში მცირე
ა. ფორტუნა აქ დაუფარავად იღიმის.
კნემონი თავის მამულთან ახლოს უცნობი ადამიანის გავლაზეც კი ჩხუბობს, სულ მარტო უნდა ყოფნა, ყველა საქმეს მარტო აკეთებს და არავინ უყვარს. ჯობია, თვალში არავინ მოხვდეს, თორემ ნებისმიერს სასიკვდილოდ გაიმეტებს. კნემონი "... ვაიმე, ისევ ვიღაც დგას ჩემს კარებთან" სოსტრატოსი "ნუთუ მცემს?" კნემონი " ვინმემ ჩამოხრჩობა რომ მოინდომოს, უკაცრიელ ადგილს ვერსად ნახავს." სოსტრატოსი "ჩემზე ბრაზობს? ველოდები, მამილო, აქ ვიღაცას; ასე შევთანხმდით." კნემონი
"ამას არ ვამბობდი? ეს სტოა გგონიათ თუ ლეოს დუქანი? თუ ვინმეს ნახვა მაინცდამაინც ჩემს კართან გსურთ, ბარემ ყველაფერი მოიწყვეთ. სკამები დადგით. ანდა უკეთესია, სათათბირო გამართეთ. ვაი, რა უბედური ვარ!"
სოსტრატოსი კნემონის სახლთან ახლოს ყოფნას ცდილობს, მის ქალიშვილთან შემთხვევით გადაყრის წადილით, ეს გოგონა ტექსტის მიხედვით ყოვლად უმწიკლო და კეთილშობილია, მხოლოდ კნემონი ზრდიდა, მკაცრად და სამართლიანად, თანაც ტექსტის დახასიათებით, ქალებთან მოშორებით ყოფნა, ოდენ წაადგებოდა ქალიშვილს.
"თუ ქალიშვილი ქალებს არ გაუზრდიათ, არც არაფერი ეცოდინება ცხოვრებისეულ სიავეთაგან, არც არაფერ ცუდს გაიგებდა ვიღაც დეიდა თუ ძიძისაგან, ავისმოძულე და მკაცრი მამის ხელში გაზრდილთან შეხვედრა კი ბედნიერბა არაა განა? ამბავში, რა თქმა უნდა, ბედისწერა თავისას შვრება და მაშინ, როცა პიესას სხვა გმირები პანისადმი გამართული მსხვერპლშეწირვისთვის მზადებაში არიან, კნემონი ჭაში ვარდება, იქ ჩავარდნილი წერაქვისა და დოქის ამოსატანად ჩასული. მას გორგეასი და სოსტრატოსი გადაარჩენენ. ამ განსაცდელის შემდეგ კნემონი საკუთარ სიცოცხლესაც დააფასებს და სხვებისასაც, მიხვდება, რომ ახლომახლო ადამიანების ყოფნა ყოველთვის თავსატეხი კი არა, ხანდახან შვებაც არის და გორგეასს, როგორც გერს, შეიწყნარებს, ქონებასაც და ნახევარდის ბედსაც მას ჩააბრებს. გორგეას კი კი უკვე კარგად დამეგობრებულ სოსტრატოსს გადაულოცავს ქალიშვილის ხელს. ამით და შემდგომი სადღესასწაულო განწყობით ყველა კმაყოფილია.
ეს ყველაფერი შინაარსის ნაწილია.
სიუჟეტური ხაზი ყოვლად გაწონასწორებული და კანონზიმიერია.
რაც შეეხება ტექსტის ანალიზის დარგს, აქ შიეძლება რამდენიმე ასპექტზე მსჯელობა.
პირველი, ბერძნული სასცენო ხელოვნების ისტორიაში ეს უკვე ის ეპოქაა, როცა "არაფერი წმინდა აღარ არსებობს".
არავითარი ტიტანური ვნებები, ღმერთების სასჯავრო, კათარზისი და პათეტიკა.
რიგითი პერსონაჟების, სტატუსობრვად რიგითების ცხოვრების ამბავს მღერის მუზა მენანდრეს ჩანაწერში. მსახური და თავისუფალი მოქალაქე ამ პიესაში თანაბარი ოდენობითაა, ამბის განვითარებისთვის მსახურიც და მონაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პროტაგონისტები. მეტიც, ხალისსა და კომიკურ გაუგებრობას სწორედ ისინი ქმნიან, ამბის გამხმოვანებლებიც ისინი არიან.
მაგალითად, საბოლოო "ჰეფფი ენდს" სწორედ მსახურთა, გეტასა და სიკონის მიერ "მთავარი ბუზღუნას" შეგულიანება ქმნის, ისინი კნემონს სახლთან მიეჭრებიან და უამრავი ნივთის თხოვებას სთხოვენ, მაშინ როცა მეზობლისთვის ხელის გამართვა კნემონისთვის ყველაზე საძულველი საქციალი იყო სულ ცოტა ხნის წინ. ამიტომ მათ რომ თავი დააღწიოს, ისიც ლხინს უერთდება, მოზეიმეთა დარბაზში ინაცვლებს. ამით ნაწარმოების პოზიტივი გვირგვინდება და მკითხველიც და მაყურებელიც სრულიად კმაყოფილია ამბის კეთილად გადაწყვტით.
მეორე და მნიშვნელოვანი,
პერსონაჟების საოცარი გულწრფელობაა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათი ხასიათის საოცარი გამჭვირვალობა. თითოეული მათგანი ზუსტად წარმოადგენს იმ ხასიათს, რომელიც ტიპოლოგიურად კუთვნილებაა თავისი საზოგადოების, ნებისმიერი მათგანი აბსოლუტურად დამაჯერებლადა და კონტექსტისადმი ადეკვატურადაა გამოხატული, ნებისმიერი მათგანი, ზუსტად იქაა, სადაც უნდა იყოს. რის გამოც, ჩვენ, ანტიკური სამყაროს მოტრფიალე არსებები, რომლებიც მუდმივ დანაკლისს განვიცდით ძველი სამყაროს ყოველდღიურობასთან მიახლოების თვალსაზრისით, მენანდრეს ამ პიესით წარმოუდგენლად დამაჯერებლად ვგრძნობთ ამ სამყაროს. ვსახლდებით კნემონის მეზობლად და თვალს ვადევნებთ მიწის დასამუშავებისას დაქანცულ გლეხებს, მათთან
ერთად ვგრძნობთ დღესასწაულის სამზადისს და დისკოლოსის, ავსიტყვა და ბუზღუნა მოხუცის მორჯულებაც ბუნებრივად გვიხარია.
ანტიკური ტექსტების მთავარი ღირებულება ის კი არ არის, რომ საოცრად ძველია და უნდა გვეამაყებოდეს, არამედ ის, რომ საოცრად აქტუალური და ცოცხალია, დამაჯერებელი და იმდენად ოსტატურად დაწერილი, რომ ვერცერთი გულწრფელობაში ეჭვს ვერ შევიტანთ, არცერთი ფრაზა არ გვეზედეტება, არცერთხელ უხერხული გაუგრებრობის გრძნობა არ გვეუფლება.
თავდაპირველ პოსტად განვაწესე ვერგილიუსის "ენეიდას", ანტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო პოემის დასაწყისი, რადგან ბლოგის ავტორს ჰქონდა პატივი, ეს მონაკვეთი ორიგინალს ენაზედ შეესწავლა, რის გამოც იგი საოცარი ნოსტალგიითაა განმსჭვალული.
AENEID BOOK I
Arma virumque cano, Troiae qui primus ab oris Italiam, fato profugus, Laviniaque venit litora, multum ille et terris iactatus et alto vi superum saevae memorem Iunonis ob iram; multa quoque et bello passus, dum conderet urbem, 5 inferretque deos Latio, genus unde Latinum, Albanique patres, atque altae moenia Romae. Musa, mihi causas memora, quo numine laeso, quidve dolens, regina deum tot volvere casus insignem pietate virum, tot adire labores 10 impulerit. Tantaene animis caelestibus irae? Urbs antiqua fuit, Tyrii tenuere coloni, Karthago, Italiam contra Tiberinaque longe ostia, dives opum studiisque asperrima belli; quam Iuno fertur terris magis omnibus unam 15 posthabita coluisse Samo; hic illius arma, hic currus fuit; hoc regnum dea gentibus esse, si qua fata sinant, iam tum tenditque fovetque. Progeniem sed enim Troiano a sanguine duci audierat, Tyrias olim quae verteret arces; 20 hinc populum late regem belloque superbum venturum excidio Libyae: sic volvere Parcas. Id metuens, veterisque memor Saturnia belli, prima quod ad Troiam pro caris gesserat Argis— necdum etiam causae irarum saevique dolores 25 exciderant animo: manet alta mente repostum iudicium Paridis spretaeque iniuria formae, et genus invisum, et rapti Ganymedis honores. His accensa super, iactatos aequore toto Troas, reliquias Danaum atque immitis Achilli, 30 arcebat longe Latio, multosque per annos errabant, acti fatis, maria omnia circum. Tantae molis erat Romanam condere gentem! Vix e conspectu Siculae telluris in altum vela dabant laeti, et spumas salis aere ruebant, 35 cum Iuno, aeternum servans sub pectore volnus, haec secum: 'Mene incepto desistere victam, nec posse Italia Teucrorum avertere regem? Quippe vetor fatis. Pallasne exurere classem Argivom atque ipsos potuit submergere ponto, 40 unius ob noxam et furias Aiacis Oilei? Ipsa, Iovis rapidum iaculata e nubibus ignem, disiecitque rates evertitque aequora ventis, illum expirantem transfixo pectore flammas turbine corripuit scopuloque infixit acuto. 45 Ast ego, quae divom incedo regina, Iovisque et soror et coniunx, una cum gente tot annos bella gero! Et quisquam numen Iunonis adoret praeterea, aut supplex aris imponet honorem?'