Pages

Friday, June 26, 2015




რისხვისა და მისტიურის შესახებ

3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
რადგან რისხვა მხოლოდ ამქვეყნიური სიმდაბლისგან მოშორებული ცნება ეგონა, ყოველთვის ტკბებოდ ხოლმე იმ წამებით, როცა რაიმე არასასურველი მოვლენისდა გამოისობით, გადაეწყობოდა ადამიანის ტვინი ფრაზაზე, "კი, მაგრამ, ეს როგორ?!" და ივიწყებდა ფრაზას "მოიცა, იქნებ, სულაც არ?!." და, რადგან რისხვა სრულიადაც სხვა ნიღბის მორგებას ნიშნავს, ასაც მოწონდა საკუთარი ნაირგვარობა წვრილმანებითა და ამაოებით წარმოშობილ რისხვის ნიღბებში:
- რისხვა მიმღერე...

რა თქმა უნდა, ცხოვრება აქაც ისეთივე ბანალური იყო, როგორც ყველგან. ჩვენი გმირის ცხოვრებაც, ჩვეულებრივ, ჩვენი დროის შესაბამისი ტემპით მიდიოდა, კერძოდ, ჩქარა.
ჩვენი გმირი ჩვენი დროისთვის სრულიად აუცილებელ რგოლში, ბანკში მუშაობდა. მაგრამ რობოტს არ ჰგავდა, რადგან მისტიური იყო. სიტყვა "მისტიური", თავისი ლექსიკონური მნიშვნელობით იდუმალ რამეს რომ ნიშნავს, სულაც არ დარჩა ამ განმარტების ამარა, - გამოიყენა რა ენის ცოცხალორგანიზმობა, გაიფართოვა მნიშვნელობა და ახლა, მოგეხსენებათ, იმ ერთი შეხედვით ვერავისგან გამორჩეულ კლიენტს ჰქვია, რომელიც ბანკის მოლარეს მიეახლება, ვითომდა, თანხის გადასაგზავნად, ანდა ანაბრის გახსნის მიზნით, სინამდვილეში კი, შეამოწმებს, ორი ბეჭედი ხომ არ უკეთია არასაქორწინო თითზე, ყელსახვევი ხომ არ აქვს ოდნავ შელახული, მანიკიური თუ სათანადოდ უსვია (ცხადია, როცა მოლარე ქალია) და ..
ჩვენს გმირს თავისი საქმე მოსწონდა. მერე რა, რომ სხვა ვერაფერი გამოუვიდა და მერე აქ მისტიურის თანამდებობისთვის მოსამზადებელ ანონიმურ კურსებზე დაიწყო სიარული, სადაც სწავლებაც ანონიმური იყო (კაცი-შვილმა არ იცოდა, რას ასწავლიდნენ) და სწავლების წარმატებით დამსრულებელთა სიაც ვერავის დაედგინა, მაგრამ ჩვენმა გმირმა მოახერხა ამ მოწმობის, გნებავთ, ხარისხის მოპოვება და მუშაობდა.
კვირაში სამ სხვადასხვა ფილიალს სტუმრობდა. სამივეგან თითო თანამშრომელს აკვირდებოდა. ოპერაციის შემდეგ, სახლიდან დამსაქმებელ ბანკს უგზავნიდა სპეციალურ ფორმაშევსებულ აღწერილობას ბანკის იმ თანამშრომლის შესახებ, რომელსაც მისტიურისგან კონტრლი განრიგის მიხედვით მოუწევდა. ფორმის გაგზავნის შემდეგ მყის ახალი ობიექტის მოცანამებს ეცნობოდა და გეგმავდა, ამ კონკრეტულს როგორი როლით წარდგომოდა. საკუთარი ნიღბის შერჩევისას, ცხადია, იყენებდა ცნობებს, საერთო ბაზაში რომ იყო მითითებული; ვთქვათ, 26 წლის ნათია, გათხოვილი, პროფესიით ჟურნალისტი, თანამდებობით, მოლარე ოპერატორი. მასთან ანაბრის გახსნის მიზნით მისული, ადვილად გამოძრომის მოსურნე კლიენტის როლი უკვე ნათამაშები ჰქონდა, ახლა კი საქმიანი, პარალელურ რეჟიმში მობილურზე მოლაპარაკე მამაკაცი უნდა ეთამაშა, მოლარე დაეჩქარებიდა, სწრაფი მოკლე-მოკლე  ფრაზებით ესაუბრა. ძალიან კარგი. ამასობაში, წინა კვირის რეზუმეზე პასუხიც მოვიდა. "ნათია, 26 წლის, ჟურნალისტი, მოლარე."... "ხვალ უკვე ოთხშაბათია, ანუ იმთთან... " და ა.შ.
რატომ შეინარჩუნა ჩვენმა გმირმა ეს პროფესია, დვილი მისახვედრია - ცუდად ჯგომას ცუდად შრომა... -  მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ადამიანებს არ სცალიათ კითხვა "რატომის" დასასმელედ და, მით უმეტეს, მასზე პასუხის მოსაძებნად, ჩვენმა გმირმა მაინც იცოდა, რატომ  აგრძელებდა ამ საქმით ცხოვრებას. თავადაც ხვდებით, - რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მისი პროფესიის ღვთაებრივი იდუმალების გამო. მისტიური იმის მისტიურია, რომ არავინ იცოდეს, სინამდვილეში ვინაა (რაც ჩვენს გმირს ძალიან მოსწონს).  თავის მხრივ, ჩვენი დროის საჭირო რგოლ, ბანკი მის იდუმალებაზე გამუდმებით ზრუნავდა, თავადაც კი იმ ასო-ნიშანთა კომბინაციით მოიხსენიებდა,  სწავლების პირველსავე დღეს რომ მიანიჭა. (მაგ: "ძვირფასო მისტიურო N 687-ო, გაცნობებთ, რომ ამ ფილიალის... მონაცემთა... ამა თვის ფორმა... დააჩქაროთ და ა.შ.)

(ბანკი დიდსულოვანი და პრინციპულია).
მისტიურობას ჰქონდა თანმდევი სიამეებიც (ჩაროზი ყველგან!). ჩვენი გმირის სიამე სხვათა დიალოგების მოსმენა იყო: თანამშომელთა შორის - მისდამი შიშისა და მოლოდინის შესახებ, ბანკში მოსულ მოქალაქეთა შორის - უკმაყოფილების, დაბნეულობის, არცოდნის, "იცით, ძალიან მეჩქარება, -მხოლოდ ასლარიანის დავახურდავებ"-ის შესახებ, წამიერი განრისხებისა და შემდეგ სიბრაზის დათმენის შესახებ.
 - მუზავ, მღერე.
რისხვა აქაც მნიშნელოვან როლს თამაშობდა, რადგან მისტიურმა იცოდა, რომ მისი პროფესიული მოვალეობის მთელი სირთულე სწორედ  სიმშვიდსა და რისხვ შორის ბალანსი იყო. მას ხან აბსოლუტური მშვიდგაწონასწორებულობა უნდა გამოევლინა ბანკის რიგში მომლოდინეს, ხანაც კოფლიქტური სიტუაცია შეექმა, ხან მოლარესთან უნდა ყოფილიყო ჭირვეული, ხანაც დაცვასთან უხეში. ბუნებრიობის ნიღა მოითხოვდა ასე. თავის მხრივ, უნდა დაკვირვებოდა სხვათა რისხვას, მათ გაოცებასა და შეცხადებას:
- იცით, პროცენტი დაგერიცხათ...
- რას ამობობთ, რა პროცენტი?!
- დიახ, როგორ, არ გაცნობეს? - ბარათი არ გაგიუქმებიათ?..
- ... არაა... და რამდენი?
-
xxx ლარი ...  თქვენ შეგიძლიათ ან ახლა ან მოგვიანებით, როცა გექნებათ, გადაიხადოთ გასული ექვსი თვის საფასური..."
ამ და სხვა აღმოჩენებით გამოწვეული რისხვა, აბა, რა სახსენებელია - წვრილმანებზე დროის კარგვაა. მაგრამ ყველასთან შედარებით საკუთარ უპირატესობად მისტიური იმას მიიჩნევდა, რომ რისხვის სათავისოდ გამოყენება შეეძლო. აკვირდებოდა, წამიერი უკმაყოფილება როგორ  უცვლიდა მიმიკას სხვებს და იცოდა, თავად ასე არ მოუვიდოდა, ამჩნევდა, როგორ წამოენთებოდათ სახე მათ, ხოლო თავად იმავ ინდეფერენტულობით განაგრძნობდა ხოლმე ნებისმიერ საუბარს. განსაკუთრებით მიმზიდველად ამის კეთება სამსახურში ეჩვენებოდა, თავისი წარმატების პირობად სწორედ რისხვის მართვას მიიჩნევდა და სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ნებისმიერ საბანკო-კომფლიქტურ სიტუაციაში, ყოვლად სათანადოდ შეინარჩუნებდა ურისხვობას.
***
მაგრამ ეს მრწამსიც შეირყა. ერთ დღეს მისტიურს, სრულიად ავანტურულ ხასიათზე მყფოს, ბანკში ჩქარი ნაბიჯით და მოვალეობის მოხმობით მისულს, გრძელ რიგში დგომა მოუწია. არა, კი იცოდა, რომ სრული ბუნებრიობისთვის ამ მსხვერპლზე წასვლაც მისი პროფესიული ღირსებაა, მაგრამ "დრო" და "მეჩქარება" მაინც დაუნდობელი სიტყვები არიან.
იმ თამაშის თამაში დაიწყო, მინიმალური ინფორმაციით - მხოლოდ დაკვირვებით, ადამიანის პროფესია რომ უნდა ამოიცნო (ღირსეული თამაშია, არდროს იცი, როგორ გამოგადგება).
ამიტომ, ჩვენი გმირი არამხოლოდ იდგა რიგში, არამედ რიგში დგომას სასარგებლოდაც იყინებდა და ადამიანებს დროგამოშვებით აკვირდებოდა. რიგის ნუმერაციის ტაბლოს როცა ვინმე ნერვულად ახედავდა, ამჩევდა ჩვენი გმირიც, რადგან დეტალებზე დაკვირვება იყო მისი მთავარი ნიჭი.

თამაშის პირველი რაუნდი, - ფრაგმენტული, სტანდარტული დიალოგები:
(ერთი მიმღების გამოტოვებით, მარჯვნივ)
-
არ მინდა, გენაცვალე, მეტი არაფერი - ასრულებს მოლარესთან ურთიერთობას ბიზნესმენი და გადის.
- როგორც იქნა ...დიახგამარჯობათ თანხისშეტანა მინდა - იურისტი გოგონა, მოწესრიგებული, ჩქარი საუბრით (მკვირცხლად იკავებს გასული ბიზნესმენის პოზიციას).
- ბაკურ, სად ხარ? ხო, ათას შვიდასი, ხო, ევრო - ნერვიულად მობილურიზე ლაპარაკობს კაცი 40-45 წლის, ბოლთას სცემს  - ("უმუშევარი, "ჩალიჩობს", "საქმეშია", შავებიც აცვია - გასაგებია...").
(მისტიურის წინ მგდომი ქალი, მობილურს გამალებით ეძებს ჩანთაში, პასუხობს)
- კი, დარეკა მამაშენმა... მიდი სახლში... ბანკში ვარ ... მოვალ მალე - მისტიურმა დანამდვილებით იცის, რომ მობილურზე ელაპარაკებოდა ვაჟს, სავარაუდოდ, რაიონიდან დაბრუნებულს..
- დაიკო, თანხის გადარიცხვა მინდა - მიაღწია ოპერატორამდე "საქმიანმა", ბაკურის მეგობარმა, -  ათას შვიდასი ევრო...
თამაშის მეორე რაუნდი, - მომთხოვნი, პრეტენზიული დიალოგები (რისხვის ნაპერწკალის მომძლავრებას გრძნობს მისტიური, ხარობს):
- რიგია თუ რა არის, ვერ გავიგე - ფიცხი, უკმაყოფილო ქალბატონი, ესეც დიასახლისი, გრძელი შავი კაბით, ყავისფერი გაუგებარი მოსაცმელით, ყვითლად შეღებილი შავი თმით - "ღმერთო ჩემო"
- ქალბატონო, ნომერს უნდა დაელოდოთ...

- ფულის გადაგხდა მინდა! - შემოსვლისთანავე ხმამაღალი განაცხადით ხაკისფერ ქურთუკიანი პენსიონერი, შავი ნაჭრის განიერი შარვლით ("ალბათ, მღეროდა? - რაღაც ზედმეტად წელში გამართულია, საოპერო ხმის დიაფრაგმა...")
- დიახ, ბატონო, აი, ნომერი ინებეთ, დაელოდეთ თქვენს რიგს - კონსულტანტი გოგონა, დაბალი, უფრო სწორად, მინიატურული, არცერთი გამორჩეული შტრიხით სახეზე, დაბალძირიანი შავი ფეხსაცმელი...

- გამარჯობა! - მისტიური უკვე სასურველი მოლარის დახლთან იდგა.
"ნინო ....ია, ყელსახვევზე დამაგრებული მართკუთხა ბარათი"
- გოგონი, ააემ მისამართზე მინდა რაა თანხის გადარიცხვა.
- თქვენი პირადობა თუ შეიძლება...
- აი...
- ასეც ვიცოდი, როგორ მიდის თქვენი ბიზნესი?
- უკაცრავად??
- აი, სახელს და გვარს დავხედე და მეცნობით, დიახ, ერთი თვის წინ ხომ სესხი გაიტანეთ.
- დიახ.. მართლა გეცნობით? (თავაზიანად)
(
"-ოხ, ესღა მაკლდა")
- დიახ, მაგრამ სტილი შეგიცვლიათ...
- არა, მგონი გეშლებით, რადგან დაწრმუნებული არ ვარ რომ ამ ფილიალიადან...
- რას ბრძანდებთ, 27 აგვისტო, ერთწლიანი სესხი... ახლა უფრო სოლიდურად გამოიყურებით... აი, თქვენი ტრანზაქცია. აი, აქ მოაწრეთ ხელი... ამონაწერიც გნებავთ? დაიხ. სხვას ხომ არაფერს ინებებთ?
- ...
- კარგი, გმადლობთ, ნახვამდის.
- ...

"- კი, მაგრამ, ეს როგორ?! არა,დარწმუნებული ვარ, ფირმის სახელიც ახსოვს. ვინაა ეს ნინო? რა სისულელეა, - მიცნო! და კამერები?? მთავარია, არ განვრისხდე..."
მისტიური ბანკიდან გამოდის. "ვერ ვხვდები, რატომ მიცნო... მონაცემებით... როგორ?.. რა?.. ვინაა ნინო? ვითომ, შემეტყო?
სასწრაფოდ სახლში მიდის.
 "ნინო ...ია, 27 წლის, გათხოვილი, პროფესიით ფსიქოლოგი, მოლარე ოპერატორი. სამუშაო გამოცდილება სამი წელი, იცის ინგლისური და რუსული ენები, ცხოვრობს ..."
აქაც არცერთი გამორჩეული შტრიხი სახეზე, დაბალძირიანი შავი ფეხსაცმელი... თავად მისტიური ვერ იხსენებს ვერც ერთ მიზეზსს, რის გამოც შეიძლებოდა დამახსოვრებოდათ მისი ვიზიტი.
რა უნდა ქნას? -  უნდა მიწეროს ბანკს.
წერილი:
"ძვირფასო ..., უნდა გაცნობოთ, რომ ამ თვის ნომერ მე-14 ოპერაციაზე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, დაკვირვების ობიქეტმა, თანამშრომელმა - ნინო ...იამ, 27 წლის, მოლარე ოპერატორი, - მიცნო. ახსოვდა ჩემი გარეგნობა, წინა ტრანზაქცია მონაცემთა გადამოწმების გარეშე, გაუხრდა, რომ მიცნო და რატომღაც კომუნიკაციაში შემოვიდა. ძვირფასო ..., როგორ მოვიქცე?!

პატივსცემით, მისტიური
N 687."
- "რისხვით დათრგუნვა", ვნებამიყენებული, სევდიანი, მისტიური.
***
ბანკის პასუხი შვებისმომგვრელად ეჩვენა ჩვენს გმირს, რადგან ბანკი დიდსულოვანი და პრინციპულია.
პასუხი:
"ძვირფასო მისტიურო
N 687, ბანკი მხედველობაში მიიღებს თქვენს ცნობას. ნინო ..იას გავუგზავნით სხვა მისტიურს. განაგრძეთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში.
პატივისცემით, ბანკი..."
შეცდომა ყველას მოსდის და არა მხოლოდ ერთხელ. რაც მისტიურმაც იცოდა, მაგრამ წუხდა. იქნებ იმ დღეს საჭიროზე მეტად გაერთო და ვერ კონცენტრირდა?  იქნებ, სულაც არ არის მისი ბრალი და დამნაშავე ნინოა, ვინაა ეს ნინო საერთოდ?
თვე სწრაფად გავიდა.  
***
ნოემბერი, ცივი, მშვიდი.
მისტიური მიდის ბანკში. ამჯერად კაპიუშონში იმალება. ამჯერად იურიდიული მომსახურების გოგონას, მაგდას ამოწმებს.
- ამ თვის ანგარიშით, ხომ?
- დიახ, დიახ.
- ეროვნულ ვალუტაში?
- დიახ, დიახ.
მაგდასთან კონსულტანტი გოგონა მოდის და რაღაცას უჩურჩულებს. მაგდა არ იმჩნევს, კვლავ ეკრანს უყურებს, კონსულტანტი ღიმილით მიდის. მაგდა აგრძელებს მონეცემების შეყვანას, ამოხედავს შეფარვით, ღიმილით:
- იცით, თქვენ საიდანღაც მეცნობით...
- მართლა? ("ვაიმე, აქაც!")
- ხშირად სარგებლობთ ჩვენი ბანკით?
- დიახ, აქვე ვცხოვრობ... ("გადამრევს ეს ხალხი!")
- მხოლოდ მაგიტომ?
- რას გულისხმობთ? (მაგდას მზერა მისტიურის სხეულს მიღმა ინაცვლებს)
- ვაიმე, უკაცრავად, მგონი შემეშალა, იცით სხვა ანგარიშზე გადავრიცხე, ეს ჯარიმის თანხაზე აისახება??
- უკაცრავად, ვერ გავიგე, ხელი ხომ უკვე მოვაწერე? (მკაცრად)
- არა, მესმის ბატონო, მაგრამ... (მაგდას მზერა მისტიურის სხეულს მიღმა ისევ ინაცვლებს)
- კი მაგრამ, გამაგებინეთ რა ხდება? იცით, მე მეჩქარება! რომელი სხვა აგნარიში??
- არა, უნდა გვაპატიოთ, ახლავე გავაუქმებ...

- გამარჯობა!
მისტიური ხვდება, რომ მისლმება მას ეკუთვნის, ტრალდება:
- ...
- აი, ისევ მობრძანდით, როგორ მიდის თქვენი ბიზნესი? (ნაცნობი ფრაზით ნაცნობი ნინო)
მისტიური ნინოს უყურებს, ნელ-ნელა ცნობს ("ღმერთო ჩემო, ესღა მაკლდა") - გამარჯობა...
- აქაც შევხვდით, მე სათაო ოფისში გადმომიყვანს ორი კვირის წინ... როგორ ბრძანდებით? რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ?? იცით ჩვენ თქვენზე ფიქრობდით...
- თქვენ?
- დიახ და მივხვდით, რომ უნდა დაგასახელოთ ჩვენი ბანკის საპატიო...
- არა, არა, არ დამასახელოთ!.. (რამდენიმე დაბიჯს დგამს, ხელს აიქნევს)
- რას ბრძანებთ, აი, სოფო, ერთი წუთით, გააცანი ბატონს რა შემთხვევაში ვაჯილდოებთ...
("რა? ეს როგორ? ეს სოფო ვინღაა?") მაგრამ სოფო,  ("ალბათ, კონსულტანტია...") უკვე უახლოვდება, ლამის ეჯახება, ფეხზე აბიჯებს...
- ო, მაპატიეთ...
- რა საპატიო??
- მაპატიეთ, დაგაბიჯეთ და "საპატიო"? - საპატიო მომხმარებლის სტატუსი!
- ...
- დიახ, ჩვენ შეგიყვანეთ საპატიო მომხმარებელთა სიაში, თქვენ ფინალურ გათამაშებაში წარდგებით ჩვენს კორპორაციულ წვულებაზე ჩვენ ყოველ წელს ვასახელებთ საყვარელ მომხამრებელს, ყველაზე დასამახსოვრებელს, ყველაზე ...
სოფო აგრძელებდა. მისტიური ვეღარაფერს ისმენდა. სადღაა სიმშვიდე! ამ დროს მაგდა მოდის ფურცლებით ხელში:
 - თქვენი ტრანზაქცია გავაუქმეთ, გადავამისამართეთ, უკვე შეგიძლიათ, შეამოწმოთ... ჩვენი ბრალია, მაგრამ დანაშაულს წვეულებაზე ნამდვილად გამოვასწორებთ. ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა?!

პრობლემაზე რა გითხრათ და წვეულება ნამდვილად არ იქნება, არც იგულისხმებოდა, რომ იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში საპატიო კლიენტად ჩვენი გმირის დასახელებით. რადგან:
მისტუირი იცნეს და გაკიცხეს. იგი განრისხდა და დაიბნა. სიმშვიდე დაკარგა და სამსახურიც დაკარგა.

ბანკის თანამშრომელთა ჩვევის თანახმად, მათ არ შეუძლიათ, მისტიურზე არ იჭორაონ, მისი ვინაობის თაობაზე ეჭვი არ გამოთქვან, ან არ იტრაბახონ. როგორც კი მისტიური ორი თვის წინ "ნინოსგან" წავიდა, ბანკს მისწერა და მშვიდად გააგრძელა საქმიანობა, ნინოს საკითხის მოგვარებაზე
დიდსულოვანმა და პრინციპულმა ბანკმა იზრუნა და ნინო სხვა ფილიალში გადაიყვანა. თავის მხრივ, ნინომ, ბანკის თანამშრომელთა ჩვეულების თანახმად, ახალ ფილიალში ახალ გოგოებს მოუყვა თავისი გამოცდილების შესახებ, რომ მასთან ერთხელ მისტიური მოვიდა, რომელიც "ისეე დაიბნაა", მან კი მაშინვე იცნო, "სულ სხვა ზმანი ეცვა, სხვანაირადაც ლაპარაკობდა", მაგრამ ნინომ მაინც იცნო, - მას კარგი მახსოვრობა აქვს...
მაგდასა და სოფოს აყოლიებაც კაპიუშონიანი მისტიურის გამოსავლენად სულ ადვილი საქმე გამოდგა, მისტიურზე ისტორიები ყველას უყვარს! მისტიურის ამოცნობა ყველას უნდა!
როგორც კი მისტიური შემოვიდა ფილიალში, ნინომ კვლავ იცნო, მაშინვე სოფო გაუგზავნა მაგდას, სამოქმედო გეგმით და მისტიურის გამოჭერის ათას ერთი პრინციპიდან ერთ-ერთის გამოყენებით, -  სამთა კავშირით, მისი დაბნევით, თანხის შეცდომით გადარიცხვით, სტანდარტული პროვოკაციით, ფეხის დაბიჯებით და ა.შ.
რა ბედი ეწია მისტიურს რისხვისა და უთვალავ ვნების გარდა, კაცმა არ იცის. ცხადია, თავად მისტიურის გარდა, რომლისთვისაც ემოციის გაანალიზებაზე ახლობელი არაფერი იყო, არც მასთან გამკლავებაზე ადვილი ეგონა რამე. მისტიური კაცისთვის უმჯობესია ყველაფერი შემთხვევითობას დააბრალოს,
- მუზავ, დაინდე!


1 comment:

  1. ჩვენ კერძო საერთაშორისო ფულის კრედიტორები ვართ. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სესხებს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი სამი პროცენტი წელიწადში. ჩვენი სახსრები მხოლოდ კერძო და კორპორატიული საინვესტიციო პორტფელებისგან იღებს პირდაპირ იურისდიქციაში.
     
    ჩვენ გთავაზობთ სესხის თანმხლები ხაზები COLLATERAL გარეშე 3% ინტერვალში
    * პირადი სესხები * ბიზნეს სესხები * საინვესტიციო სესხები * მანქანის სესხი
    * სტუდენტური სესხი * ფერმის სესხი * სახლი სესხი
     
    თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენი შეთავაზებით გთხოვთ მოგვაწოდოთ მოკლე ინფორმაცია ელ.ფოსტის მეშვეობით: collinsmark640@gmail.com

    ReplyDelete