Pages

Friday, June 26, 2015



"შემთხვევითობა, როგორც ჩანს, რაღაც ღმერთია,
რომელიც ბევრ შეუცნობელ საქმეს აგვარებს"


მენანადრე, "სამოსელი ქალი"


მენანდრეს ამ პიესამ, სამწუხაროდ, საკმაოდ დაზიანებულმა მოაღწია ჩვენამდე, ტექსტს ასზე მეტი (ბოლო მონაცემებით, 116) სტრიქონი აკლია, რაც მთლიანობის განცდასაც არღვევს და ზოგიერთ ეპიზოდს გაუგებარს ხდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამდვილად ღირს განხილვად და მსჯელობად.






















პიესის თემა ოჯახური გაუგებრობაა, მამა დემეასი აღმოაჩენს, რომ მის ცოლს, სამოსელ ჰეტერას, ქრისისს ბავშვი გაუჩნდა და არკვევს, რომ მისივე გერის მოსქიონისგან, რის გამოც ოჯახში წარმოუდგენელი ალიაქოთი ტყდება. მაგრამ ეს ყველაფერი რად გვინდა, თუ "შეცდომათა კომედიასთან" არ გვაქვს საქმე, - შემთხვევითობა (რომელიც, როგორცა ჩანს, მართლაც ღმერთია) მკითხველის გულის გასახარად და თავშესაქცევად გაუგებრობებს ისე ატრიალებს, რომ მოხიბლული რჩები ფუჭ კომფლიქტთა ნაირგვარობით.

ამ პიესაშიც, როგორც ქვემოთ განხილულ "დისკოლოსში" კომიკუროსბის ეფექტს, გარდა ობიექტური კომიზმისა, ქმნის ინდივიდუალური კომიზმიც. კერძოდ, მთელ პიესაში ნებისმიერი სხვა პერსონაჟის მიმართ, მათი გასაჭირის განურჩევლად, მხიარული და სერიოზულობის სრულიად გამნეიტრალებელი პერსონაჟია ნიკერატოსი, დემეასის მეზობელი, რომლის ქალიშვილიც საბოლოოდ მოსქიონის ცოლად მოიაზრება. ნიკერატოსი მისი თანამოსაუბრეების პრობლემატიკას არად აგდებს და სხვადასხვა ეპიზოდში, მათი გამხნევების ფორმატში ირონიულ რეპლიკებს არ იშურებს:

 "აი, ეს ცხვარი ღმერთებისა და ღმერთქალებისათვის
წესისამებრ შეიწიერბა:
სისხლიც აქვს, ნაღველიც საკმარისი, მშვენიერი ძვლები,
დიდი ელენთა, ოლიმპიელთათვის მისწრებაა.
უკვე დავკალი."



სახლიდან გაგდებულ ქრისისს კი, რომელიც ოდენ კეთილშობილებას იჩენს და ჩვილს უპატრონოდ არ ტოვებს, ნიკერატოსი ცალყბად ამხნევებს:
"გავიგე მე ქალებისგან, რომ აიყვანე
 და ზრდი ბავშვს. თავზარდამცემია."


განსაკუთრებით დასცინის მოსქიონს და დემეასსაც, როცა პირევლი ამტკიცებს, რომ არაფერი უჩვეულო ჩაუდენია, ხოლო მეორე საშინელ დანაშაულად რაცხავს ბავშვის გაჩენას:
ნიკერატოსი
"აბა რა, ო, საზარელო საქმევ! რაც კი გვსმენია,
თერევსის, ოიდიპოსის, თიესტესის და სხვათა სარეცლები,
ყველაფერს გადაამეტა."
[ამბობს მოსქიონზე]

ნებისმიერი "ტრაგიკულის" ჯერ არცთუ ტრაგიკულად, შემდეგ ნორმალურად ხოლო ბოლოს სახალისოდ ფორმირების პროცესში, რა თქმა უნდა, იგრძნობა, რომ ცალკეული აზრის სხვაგვარად დანახვის შეხსენება სჭირდებათ ადამიანებს (ამას ძირითადად ნიკერატოსი აკეთებს ტექსტში) და მათი სირთულეები სინამდილეში კომიკურია იმდენადაც, რამდენადაც ობიექტურ განსჯასა და გაანალიზებას არ გულისხმობს და სანამ გაერკვევიან მრავალგვარ ემოციას, სევდას, გაწბილებას, რიხვას და აღშფოთებას გამოივლიან.
ტექსტში აღწერილი საზოგადორებრივი ურთიერთობების სირთულეები, სინამდვილეში, არ არის სირთულეები. თვითონ გმირებისთვის თუ ეს ასეა რაღაც ეტაპზე, მაყურებლისთვის ყოვლად ცხადი ხდება, რომ ავტორიც და აუდიტორიაც ამ პრობლემების მიმართ უკვე საკმაოდ ლოიალურია, ტრაგიზმის განცდა მხოლოდ დროებითია და, მეტიც, უხერხული.


ნაწარმოების დასაწყისშივე ჩანს სწორი პოზიცია პიესის კომფლიქტზე:
მოსქიონი:
"კანონიერი თუ უკანონი, ღვთის გულისათვის,
ადამიანი არ არის?...

არა, დიონისეს ვფიცავ, სერიოზულად ვამბობ;
რა მნიშვნელობა აქვს, როგორი დაიბადე?
მაგრამ თუ ვინმე სამართლიანად განსჯის, კანონიერი
წესიერია, უკანონო კი - უვარგისი."


სინამდვილეში, ავტორის ეს დათქმაა, რაც მაყურებელს ამშვიდებს, ჯანსაღ პოზიციას აფიქსრებს (თუკი ამ ტერმინით შეიძლება ძვ.წ მესამე საუკუნის საზოგადოებრივი პოზიციის შეფასება) და მაყურებელს გარანტიას აძლევს, რომ ეს ამბავი სწორედ ამ დათქმის მიხედვით წარიმართება. კომფლიქტი რამდენადაც არ უნდა გართულდეს, მენანდრეს გმირებისთვის "კანონიერი წესიერია და უკანონო-უვარგისი", ღირსეული საქციელი ერთადერთია, რაზეც სწორება უნდა ჰქონდეთ და აქვთ კიდეც, "შერცხვენილი" მოსქიონი სახლ-კარის მიტოვებს ამაყად აპირებს, სანამ საბოლოოდ გაარკვევენ, რომ ყველაფერი "მიუტევეს".


მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემის წარმოშობა ამ პიესაში შემთხვითობის "წყალობაა", რომლის გარდაუვალობას, აქაც, როგორც ყველგან წყალი არ გაუვა. გმირებმა ეს კარგად იციან , მაგრამ არ იყენებენ გონივრულად იმის ალბათობას, რომ შემთხვევითობის მიხედვით, შეიძლება მედლის მხოლოდ ერთი მხარე ეხილათ და მეორე - არა. სამაგიეროდ, მაყურებელი/მკითხველი აქვს ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს პერსონაჟთა მიერ  მოვლენათა აღქმას და მშვიდად არის, რა თქმა უნდა, გმირებისგან განსხვავებით.

ეს მსჯელობა რომ შევაჯამოთ, ცხადად უნდა ითქვას, რომ მენანდრეს პიესაში კომიზმი გასაოცარი ოსტატობითაა დაგეგმილი, ეხება ეს შიდა მხარეს, პერსონაჟთა ერთმანეთთან მიმართებას, თუ მაყურებლის პოზიციიდან "სასაცილოს" წინასწარ განსაზღვრას.

მენანდრეს ეს პიესა სატირულია, ისევე, როგორც იგი არის ზოგადად ადამიანის დაბნეულობისა და ფუჭი აღშფოთების წინააღმდეგ მიმართული "კამპანია". გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად სულელი შეიძლება იყოს ადამიანი ყოველთვის, განურჩევლად ეპოქისა და რამდენად ადვილად შესაძლებელია, რომ ცდებოდეს კიდეც :errarehumanum:

ადამიანთა უმეტესობას მაინც თავისი სირთულე მიაჩნია განსაკუთრებულად და სხვისაზე გაღიმება - მეტად ბუნებრივად. მენანდრე, ირონიის ამ მხარესაც გვანახებს (ნიკერატოსის მაგალითზე). მისი კომიზმი საოცრად კომპლექსულია, ხოლო კომედიის ძირითადი პრინციპების ფლობა - თავისუფალი.










No comments:

Post a Comment